ზურაბ ტყემალაძე:არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად

tyemaladze“სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ დღეს არსებული ბლოკის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და დამოუკიდებლად გავალთ. თუმცა, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია და არასოდეს უნდა თქვა – არასოდეს. მთავარია, უზნეობა არასოდეს ჩაიდინო”, – განაცხადა ფრაქცია “მრეწველების” მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ გადაცემა 2030-ში

მისი თქმით, “მრეწველთა” პარტია ჯერჯერობით, მოლაპარაკებას არავისთან არ აწარმოებს.

“ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჯერჯერობით, მოლაპარაკება არავისთან არ მიმდინარეობს. მათ შორის – არც თამაზ მეჭიაურთან. ბატონი თამაზი ძალიან კარგი პიროვნებაა და თუ სურვილი ექნება, პარტნიორობაზე საუბარი მასთან ალბათ, გვექნება”, – განაცხადა ფრაქცია “მრეწველების” მდივანმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიას ახალი სახეები ეყოლება და გენდერული თანასწორობაც დაცული იქნება.

“როგორც მაჟორიტარებად, ასევე პარტიულ სიაში ჩვენს პარტიას ახალი სახეები ეყოლება. მანდილოსნები საკმაოდ წარმომადგენლობითად იქნებიან, რადგან ვცდილობთ, გენდერული თანასწორობაც დავიცვათ. გუნდის წარდგენის თარიღს დღეს ვერ დავასახელებ, რადგან ეს საზოგადოებისთვის სიურპრიზი უნდა იყოს. ამის შესახებ საზოგადოება არჩევნებამდე 2 თვით ადრე შეიტყობს”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ბანკზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრესთან ერთად