ზურაბ ტყემალაძე: თამარ ჟვანიას ტელეფონზე განხორციელდა ზარი, მასზე ზეწოლას ახდენენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზურაბ ტყემალაძის და თამარ ჟვანიას შეხვედრა დასტურდება. ისინი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე საუბრობდნენ.

ტყემალაძის განცხადებით, მათ რეგისტრაციის პროცესში ხარვეზი არ ჰქონიათ და დოკუმენტაცია სრულად ჰქონდათ წარმოდგენილი. მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

ასევე ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ხორციელდება ზეწოლა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ჟვანიასთან შეხვედრის დროს, ცესკოს თავმჯდომარის ტელეფონზე განხორციელებულ ზარს ასახელებს. ტყემალაძე ზარის ავტორის ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელი არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ სიაში არყოფნას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და მხოლოდ პირადმა სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა”
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ატომური წვრთნების გამო სპეციალური სხდომა მოიწვია