ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის

პარტია “გოგი თოფაძე-მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის, – ამის შესახებ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, „მრეწველები“ ახალი ძალებით დაკომპლექტდებიან.

“მე აქტიური პოლიტიკიდან მივდივარ და ასპარეზს ახალ თაობას ვუთმობ. მომავალ თვეს გაიმართება ყრილობა და კონკრეტულად იქ გადაწყდება ყველაფერი. ჩვენი პარტია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს ახალი ძალებით და ახალგაზრდებით, რისი რესურსიც აუცილებლად გამოიძებნება“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, დაიკავებს თუ არა მისი შვილი პარტიაში ლიდერის ადგილს, ტყემალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები პარტიის ყრილობაზე გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშიცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ 12 500 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადასცა