ზურაბ სოტკილავას, თოქ-შოუში სოხუმში მისი მშობლების მოუვლელი საფლავი აჩვენეს (VIDEO)

sotkilava-2ცნობილმა საოპერო მომღერალმა, მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ზურაბ სოტკილავამ, რომელმაც სულ ახლახან წარმატებული ოპერაციისა და ქიმიორეთაპიის კურსის გავლით კიბო დაამარცხა, პოპულარულ თოქ-შოუში ,,ამ საღამოს ანდრეი მალახოვთან,, რომელიც მთლიანად მისი გამოჯანმრთელების თეამას მიეძღვნა, სოხუმში გადაღებული კადრების ნახვისას, სადაც მისი მშობლიური სახლი მშობლების მოუვლელი საფლავი ჩანდა, ემოცია ვერ დამალა და იტირა…

გადაცემის მსვლელობისას სოხუმიდან ნაჩვენებ კადრებში კარგად ჩანდა, თუ როგორ მორეოდა სარეველა სასაფლაოს… მოპარული იყო სოტკილავას მშობლების  საფლავის  ქვებიც… გადაცემაში ჩაწერილი სოტკილავას სოხუმელი ნათესავის კომენტარით, ის ამ საფლავებს უვლიდა თუმცა 1-2 წელი არ ყოფილა ქალაქში და ახლა ასეთი მდგომარეობა დახვდა…

ზურაბ სოტკილავა და ხიბლა გერზმავა
ზურაბ სოტკილავა და ხიბლა გერზმავა

ამ კადრების ნახვის შემდგომ, ტელეწამყვანმა ჰკითხა სოტკილავას, ჩადიოდა თუ არა ის მშობლების საფლავზე? რაზეც სოტკილავამ უპასუხა… ,,არა… მე ომის მერე არ ჩავსულვარ აფხაზეთში… მე მყავს საკმაოდ გავლენიანი აფხაზი მეგობრები, რომელთაც შეუძლიათ ჩემი უსაფრთხო ჩასვლა უზრუნველყონ სოხუმში… მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ქართველი, რომლებსაც საკუთარი სახლები მიტოვებული აქვთ და ვერ ჩადიან აფხაზეთში… მეც არ ჩავდივარ იქ… არ მინდა მათ ვაწყენინო,,

გადაცემაში სტუმრად მოწვეულმა, მოსკოვში მცხოვრებმა აფხაზმა საოპერო მომღერალმა ქალმა ხიბლა გერზმავამ,  ზურაბ სოტკილავას ურჩია, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩავიდეს სოხუმში ,,თუ თქვენ ჩახვალთ სოხუმში… თქვენ არავინ არაფერს გეტყვით… რადგან თქვენ ზურაბ სოტკილავა ხართ,, განაცხადა გერზმავამ.

გთავაზობთ ზემოაღნიშნული თოქ-შოუს სრულ ვიდეოვერსიას

www.timer.ge

https://youtu.be/Qq2rmtt7aXc

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაჯეროვნად იქნა დაფასებული
შემდეგი სტატიაპუტინმა ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ მკურნალობა აუკრძალა…