19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ზურაბ რურუა: მამუკა მდინარაძის გადასვლა ამ პოზიციაზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის

“მამუკა მდინარაძის გადასვლა ამ პოზიციაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ ცვლილება, ეს არის კონკრეტულად ის, რომ დღეს ჩვენ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს რეგიონების მხარდაჭერა და მაქსიმალურად განვითარება როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ყველა სხვა საკითხში. ამიტომ ისეთი ძლიერი ლიდერი, როგორიც მამუკა მდინარაძეა, ნებისმიერ ადგილას იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური, როგორიც იყო აქამდე სხვადასხვა სამსახურებში”,_  ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან “ოცნების” დეპუტატი ზურაბ რურუა.

კობახიძემ გუშინ, 29 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მდინარაძე ხელმძღვანელობდა, კობახიძის თქმით, უწყება კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად გასაღების მცდელობისთვის თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიანაურუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა