ზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ურუგვაის პრეზიდენტს ტაბარე ვასკესს შეხვდა.

შეხვედრისას ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის პრეზიდენტს გააცნო საკუთარი ხედვები გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობის მიმართულებით და ამ კუთხით ურუგვაისთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

თავის მხრივ ტაბარე ვასკესმა საქართველოს ელჩს მიულოცა ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში ზურაბ პოლოლიკაშვილმა შეხვედრები გამართა ურუგვაის ტურიზმის მინისტრთან ლილიამ კეჩიჩიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან რუდოლფო ნინ ნოვოასთან.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი 14 სექტემბერს გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში დღესასწაული “თბილისური შემოდგომა ვარშავაში”  გაიმართა
შემდეგი სტატიაOGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალკეულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა