ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.
კენჭისყრა მადრიდში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი არჩევნების მეორე ტურში გაირკვა, სადაც პოლოლიკაშვილის მოწინააღმდეგე ზიმბაბვეს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ქვეყნის ტურიზმის მინისტრი უოლტერ მზემბი იყო.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელია.