ზურაბ პატარაძე: ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული პასპორტის მქონე იმ პირების გადმოყვანაზე, რომელთაც პასპორტზე ვადაგადაცილება არ აღენიშნებათ.

ამის შესახებ პატარაძემ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან განაცხადა, სადაც საქართველოში თურქეთის კონსულთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მსგავსი ტექნიკური პრობლემა მხოლოდ სარფის საზღვართან არ არის და ანალოგიური პრობლემები სხვა სასაზღვრო პუნქტებთანაც ფიქსირდება.

„ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტზე, ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში, ეს არის სისტემური პრობლემა მთელი თურქეთის ტერიტორიაზე და ვფიქრობ, ძალიან მალე ეს პრობლემა გადაწყდება, როგორც სარფის საბაჟოზე, ისე სხვა მიმართულებით.

ჩვენ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც საბერძნეთიდან შემოვიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, მსგავსი პრობლემები იქაც იყო, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა კომპლექსურად გადაწყდება უახლოეს პერიოდში“,-აღნიშნა პატარაძემ.

სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა. გუშინ, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო.

სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი ვაშინგტონს ფეთჰულა გიულენის დაკავებასა და ექსტრადირებას სთხოვს
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნო დარღვევები – 94 საქმეზე დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაში მიცემული 19 პირი