21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ზურაბ ფარჯიანი: ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!

არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა – ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ძალიან მოკლედ.
1783 წელს დაიდო ტრაქტატი და უკვე 1785 წელს ომარ ხანმა დაღესტნიდან წამოსული 20 000-იანი ლაშქრით ააოხრა ქართლ-კახეთი.
რუსეთი არ დახმარებია ერეკლეს.
1795 წელი აღა მაჰმად ხანი და კრწანისის ბრძოლა. თბილისის აოხრება.
რუსეთი ისევ არ დაეხმარა ერეკლეს.
არა-და ამ ორივე ლაშქრობის მიზანი სწორედ “გეორგიევსკის ტრაქტატის” გამო ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯა იყო.
1801 წელი – რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ანექსია.
არა-და, ტრაქტატის მეექვსე მუხლის თანახმად რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში არც საეკლესიოში და სასამართლოში
1811 უქმდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც იქამდე არასოდეს, არც ერთი დამპყრობლის დროს არ მომხდარა.
ისტორიის დამახინჯებას რომ თავი დავანებოთ – სხვა კითხვა მაქვს:
“ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!
ეს არაა საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფა?!,-საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ ფარჯიანი

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა – რატი იონათამიშვილი
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება