22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ზურაბ ფარჯიანი კობახიძეს განცხადებებს ეხმაურება

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს თქვა: “ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს”.


“მე არ ვიცი რას ელით, მაგრამ charge d’affairs (ელჩის მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნა არის “დონის დაწევა”. ანუ, გამომგზავნი ქვეყანა (ამერიკა ამ შემთხვევაში) არ თვლის საჭიროდ, რომ უფრო მაღალი თანამდებობის და სტატუსის პირი, ელჩი, დაგინიშნოს და შესაბამისად აგზავნის უფრო ნაკლები სტატუსის მქონე პირს.
ესაა და ეს. იმედი და “ოპტიმისტური მოლოდინი” ნუ მოგიშალოთ ღმერთმა”
,- წერს დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა