ზურაბ ნეფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოდან, ზურაბ ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს, ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა.

საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კერძოდ საუბარია ბიუროს თანამშრომლებისთვის ხელფასიდან ფულის გამოძალვაზე, რაშიც, ბრალდების ვერსიით, ანა მენთეშაშვილიც მონაწილეობდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ნეფარიძის შვილის ჩვენებაც დევს, რომელიც მამის ბრალზე მიუთითებს.

ნეფარიძე ბრალს უარყოფს. წინასასამართლო სხდომა ოქტომბერშია ჩანიშნული.

როგორც გაირკვა,  დეპუტატი არა მხოლოდ მისივე ბიუროს თანამშრომლის, დალი მამულაშვილის, განცხადების, არამედ ნეფარიძის შვილის ჩვენების საფუძველზეც დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ქბრბ ჯგუფი ავზში დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს
შემდეგი სტატიაზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს