ზურაბ მელიქიშვილი: რაში იყრება ამდენი თანხა?!

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის თქმით, თუ მთავრობას სურს, რომ ეკონომიკური კუთხით ეფექტი მიიღოს, უნდა შეამციროს გადასახადები, გააუქმოს მოგების გადასახადი, უაზრო რეგულაციები, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღეს და მხარი დაუჭიროს ინიციატივას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებს კონკრეტული გეგმის განხორციელებას და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაბიჯების გადადგმას.

შეთავაზებას იმ წყაროების მოძიებისა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს მაგალითად მოგების გადასახადის შემცირებისას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ამავდროულად, რა წყაროებითაა შესაძლებელი პენსიის 50 ლარით მატება.

ბიუჯეტში უამრავი უაზრო ხარჯია, რითაც ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. მაგალითად: ეკონომიკური საბჭო, რომელიც 1 წლის განმავლობაში მილიონი ლარი გვიჯდება, რაში იყრება ამდენი თანხა და მსგავსი კიდევ ბევრი შემთხვევაა”- აცხადებს მელიქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიახალი პოლიტიკური ცენტრი – ,,გირჩი” ეკონომიკური პროგრამას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი ქადაგიძის შემცვლელის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს