ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობას ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობასა და მოსახლეობას ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს.

მისი თქმით, ეროვნულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია დოლართან მიმართებაში და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

მელიქიშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, გაუქმდეს პრემია-დანამატები,
გაუქმდეს მავნებელი რეგულაციები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს, გადაიდგას ანტიკორუფციული ნაბიჯები და მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა.

„ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდა რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ კომერციულ ბანკებთან უნდა იმუშაოს, რათა იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ვალი დოლარში აქვთ წლის დასაწყისში არსებული კურსით შეძლონ დავალიანების გადახდა“, – განაცხადა მელიქიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გასამყარებლად საჭიროა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს
შემდეგი სტატიალარი კვლავ რეკორდულად გაუფასურდა – ახალი კურსი