ზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტში გირჩის “სამეფოს მეფე” ჰერმან საბო შევა

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტში გირჩის “სამეფოს მეფე” ჰერმან საბო შევა. ინფორმაცია გირჩმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტმა ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი შეუწყვიტა.

“როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში ჰერმან მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. “შევდივარ, შევდივარ” — გვითხრა მან”, — ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების დროს გირჩის სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, შემდეგ მოდიოდნენ: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო. გირჩმა პარლამენტში 4 მანდატი მიიღო, შესაბამისად, საბო საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა. არჩევნების შემდეგ პარტია ორად გაიყო და ჯაფარიძემ გირჩი – მეტი თავისუფლება შექმნა, თუმცა დეპუტატის სტატუსი გირჩის სიით ჰქონდა მიღებული. რადგან მან საკანონმდებლო უწყება დატოვა, მისი ადგილი გირჩის სიაში მომდევნო პირმა, ჰერმან საბომ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: “ოცნების” ხელისუფლებას” დღეს ეშინია, რადგან სააკაშვილი უკანონოს არაფერს ითხოვს
შემდეგი სტატიაბათუმში, ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს