ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის გორში დააკავეს და მის ამოსაცნობად ახლა ჯაფარიძეს ელოდებიან.
გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს დღეს დილით, გორის “სმარტთან” ავტომანქანაში დაესხნენ თავს.
ჯაფარიძე მომხდარის შემდეგ პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს დაზიანებების შესაფასებლად.
მომხდარზე კი გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.


















