ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით
შემდეგი სტატიახაზარაძე: სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის!