ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია – “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, პენიტენციური დაწესებულება 08:00 საათზე დატოვა.
პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად დროზე ადრე გამოუშვეს.
შეგახსენებთ, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
















