ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან “თერმოსკრინინგს” ატარებს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან თერმოსკრინინგი ჩაატარა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულ ხალხს თერმოსკრინინგი არ უტარდება.

„როგორც იცით, ქვეყანაში არის ვირუსის ეპიდემია და მასიურად ადამიანებს მთავორბამ ჩაუატარა თერმოსკრინინგი.

ჩვენ შევამოწმეთ გუშინ და ამ შენობაში ხალხი რომ შედის, არ უტარდებათ თერმოსკრინინგი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ და ჩავატაროთ თერმოსკრინინგი“,- აღინშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო
შემდეგი სტატიამარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თხუთმეტივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია