“საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორები. მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებები. ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვითომ დაინახეს მე, ვიღაცა, ვიღაცა ერთად ხალხს მოვუწოდებდით, რომ აბა გავექანეთ და შევვარდეთ პარლამენტში. იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, რომ ცეცხლი წაუკიდეთ და რაღაც ეგეთი სიგიჟეები წერია. მაგის მიღმა რაც აქვთ, არის ვიდეო და აუდიოჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან – მე, ლაკა, ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან რაღაც ჩანაწერები, რომლებიც მანამდე იმედმაც ატრიალა… სინამდვილეში გვასამართლებენ იმიტომ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი”,– ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს 8 ოპოზიციონერი ლიდერის ბრალდების საქმის განხილვაა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გადაწყვეტს, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.
დღევანდელ პროცესს არ დაესწრებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და მამუკა ხაზარაძე.















