ზურაბ ჯაფარიძე: ამ წუთში თანამშრომლობა არც ერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ იგეგმება

ამ წუთებში ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის ყრილობა იწყება. ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს პოლიტიკური გაერთიანება პარტიის გეგმებს გააცნობს.

პარტიის წევრებმა განმარტებები ყრილობის დაწყებამდე გააკეთეს.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ დღეიდან იწყებენ აქტიურ მუშაობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მათი განცხადებით, ახალი პოლიტიკური ცენტრი არ გეგმავს ითანამშრომლოს სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ წუთში თანამშრომლობა არც ერთ სხვა პოლიტიკური სუბიექტთან არ იგეგმება. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის არსი იყო ის, რომ შემოგვეყვანა ახალი ადამიანები პოლიტიკაში და არ ვითანამშრომლოთ მაინცდამაინც იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც 25 წელი ხან ხელისუფლებაში არიან, ხან ოპოზიციაში,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: 5 თვე წინასაარჩევნო კამპანია არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველა ევროპული ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიაიაროსლავში ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა ჩამოხსნეს