ზურაბ ჯაფარიძე: თუ დალუქავენ, მერე ავხსნი ლუქს და გავხსნი ისევ ბარს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა.

„გადაამოწმეს, ისევ ის ხარ, თუ არა, ვინც აქ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ვუთხარი, ის ვარ. მაშინ ეს არის განმეორებითი შემთხვევა და ყველა მასალას გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტროსო. თუ დალუქავენ, მერე ავხსნი ლუქს და გავხსნი ისევ ბარს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია ნიკა მელიას შესაძლო დაჭერასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა