ზურაბ ჯაფარიძე – საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური

„გირჩის“ წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლეგალიზებულია. ამის შესახებ ჯაფარიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.

banner
წინა სტატიაშითიბისის ერთგულ ბარათის მომხმარებლისთვის აქცია ,,ერთგული მოგზაურს” იწყებს
შემდეგი სტატიარა წერია მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში – სრული ტექსტი