ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ იყენებს გებელსის მეთოდოლოგიას, რომ ტყუილის, სიგიჟის მასშტაბი ისეთი უნდა იყოს, ადამიანები დაზაფრო

მეტი არაფერი დარჩათ, დარჩათ ტყუილი და ფული, მაგით აპირებენ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მაგაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ჭირს, მაგრამ მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებენ, არის გებელსის მეთოდოლოგია, რომ ტყუილის, სიგიჟის ისეთი მასშტაბი უნდა იყოს, იმდენად დიდი, რომ ადამიანები დაზაფრო და ეს დაზაფვრა მერე გეხმარება, რომ ვიღაცებისთის ეგ ტყუილი შეიძლება, გახდეს დამაჯერებელი. ეგ სტრატეგია აქვთ არჩეული. სხვა მეტი არაფერი დარჩათ. დარჩათ ტყუილი და ფული. მაგით აპირებენ არჩევნებზე გასვლას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს