ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ზურაბ ჯაფარიძეპაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის 1 000 000-მდე გაზრდაზე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება და წერს:

“სოც დახმარების მიმღებთა რაოდენობის 1,000,000-მდე გაზრდას რაც შეეხება:

1. ბლოკის პროგრამაში მოხდა ხედვების შეჯერება. ფუნდამემტურად არაფერი შეცვლილა. კვლავ საუბარია სოც დახმარების სისტემის გასწორებაზე – ფული აღარ უნდა იხარჯებოდეს მდიდარ ოჯახებზე და უნდა იხარჯებოდეს გაჭირვებულებზე

2. მოსახლეობის ყველაზე შეძლებული 20% სახელმწიფოსგან აღარ მიიღებს რაიმე დახმარებას, რაიმე ფორმით. მოსახლეობის ეს
ნაწილი მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს გადასახადების შემცირებით და შემდეგ გაუქმებით.

3. ფული რომელიც დღეს იხარჯება მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 20%-ზე გადანაწილდება მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილზე, ფულის, ჯანმრთელობის დაზღვევის და განათლების დაფინანსების სახით.

4. ’გაჭირვებული ნაწილის’ დეფინიციას ვაბამთ არსებულ სოც დაუცველთა ბაზას. თუმცა, იმის გამო რომ განსხვავება ყველაზე გაჭირვებულ 10%-სა და შემდეგ 20%-ს ან 30%-ს შორის მინიმალურია, ვაფართოებთ დახმარების მიმღებთა რაოდენობას. აქედან 1,000,000 მილიონი დახმარების მიმღები. ჯამში, გაჭირვებულები მიიღებენ გაცილებით მეტ დახმარებას ვიდრე ოდესმე მიუღიათ-წერს ზურაბ ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაში(video) ბედუკაძე: ინაშვილო და თარხნიშვლო თქვენი უნამუსო ტყუილების დრო დასრულდა, ეხლა მე ვიწყებ!
შემდეგი სტატიაშვეიცარიის საჰაერო სამხედრო ძალების თვითმფრინავი ალპების გადაფრენისას დაიკარგა