ზურაბ ჯაფარიძე – ოთხი წელი ჩავრეცხეთ უნიტაზში და ეს მოვახერხეთ იმ ფონზე, როცა 8 მილიარდი ლარი ავიღეთ

“საქართველოს ეკონომიკა შარშან დაუბრუნდა 2016 წლის მდგომარეობას”- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

“საქართველოს ეკონომიკა შარშან დაუბრუნდა 2016 წლის მდგომარეობას. ოთხი წელი ჩავრეცხეთ უნიტაზში და ეს მოვახერხეთ იმ ფონზე, როცა 8 მილიარდი ლარი ავიღეთ ვალი და წელს გვიწევს კიდევ 5 300 000 000 მილიონი ლარის აღება. ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს, მე არ ვიცი. გავღარიბდით, რომ არ დავხოცილიყავით, ჩვენი შვილების მომავალი ვისესხეთ და ჩვენმა შვილებმა რომ უნდა გაისტუმრონ, ის ვალები შევჭამეთ. უფრო სწორად ამათმა მთავრობამ შეჭამეს.

ეს არის მოცემულობა, ამაზე უარესი, მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა დაგვემართოს. ერთადერთი გზა არის, რომ ყველა რეგულაცია მოიხსნას, ყველა შეზღუდვა, როგორც საერთაშორისო ფრენებზე ისე ქვეყნის შიგნით არსებული ყველა შეზღუდვა, ტრანსპორტი იქნება, ბაღები იქნება, თუ სკოლები იქნება.. ნებისმიერი შეზღუდვა, ყველაფერი არის გასაუქმებელი. ერთადერთი შანსი, რომ ნელ-ნელა, სწრფად შეუძლებელია ეს მოხდეს, დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა, არის ეს შეზღუდვების გაუქმება. სხვა შემთხვევაში ჩავიძირებით კიდევ უფრო ღრმად და იქიდან როგორ ამოვალთ, მე არ ვიცი”-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელია და დღეს აქციაზე მისვლით იზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია