ზურაბ ჯაფარიძე: “ოქტომბერში ურდო არის გასაჯმეინებელი”

“13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა
ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი
ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია.
არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში
მაგრამ, თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა – ოქტომბერში ურდო არის გასაჯმეინებელი”-წერს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიანდრია ბასილაია: თბილისის მერი არასდროს საუბრობს მუქარის ტონით, რადგან კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ფასი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება