ზურაბ ჯაფარიძე: ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში კრემლის ინტერესების გამხმოვანებელია

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

უბლოკო სტატუსი საქართველოსთვის ნიშნავს მომავლის არარსებობას. უბლოკო სტატუსი ეს არის რუსული დღის წესრიგი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძის ინციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.

“ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ იდეის პროპაგანდას ეწევა ქვეყანაში ის ატარებს აქ რუსეთის ხელისუფლების კონკრეტულ დაკვეთას, ის რომ ბურჯანაძე არის მოსკოვში და ხვდება ვიღაცებს, ამაში საოცარი არაფერი არ არის. ნინო ბურჯანაძე ქართულ პოლიტიკაში კრემლის ინტერესების გამხმოვანებელია. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ეს ასეა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ვისაც ჩვენი პარტიის აზრები არ მოსწონს, დაგვტოვონ, გაგვათავისუფლონ
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ალეპოში დაბომბვისას დაშავებული ბიჭუნა ჩანს