ზურაბ ჯაფარიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემებია

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი სისხლი სჭირდება.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, გიორგი ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემებია, თუმცა რაც შეეხება შიდა სამზარეულოს ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ. განცხადება ადრე გავაკეთე. „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ახალი სისხლი და განახლება, ეს პროცრსი არ დაიწყო, რაც პრობლემებს უქმნის პარტიას. „ნაციონალურო მოძრაობა“ ეცდება მათ ამომრჩევლებს გაუგზავნონ მესიჯი, რომ პრობლემა არ არის, როდესაც ასეთი ადამიანები ტოვებენ პარტიას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დატოვა და განაცხადა, რომ პარტია დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ”- ნარმანია 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვაზე
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ფონდი პარტიად გადაიქცეს