ზურაბ ჯაფარიძე: „მსახიობების სუბსიდირება არის მავნებლობა!“

„მსახიობები სინამდვილეში ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას (მათ შორის, თქვენც) წაგართვათ ფული (გადასახადების სახით) და მისცეს მათ. რატომ?“ – ამ კითხვას ზურაბ ჯაფარიძე სოციალუ ქსელ „ფეისბუქში“ სვამს და იქვე პასუხობს:
„1. იმიტომ რომ ისინი ვერ ახერხებენ გაყიდონ საკუთარი მომსახურება (იქნება ეს თეატრალური, კინო თუ სასერიალო როლები) და მიიღონ იმ მოცულობის შემოსავალი რომელიც სურთ 2. ისინი თვლიან რომ მათი პროფესია რატომღაც განსაკუთრებულია და უფრო დაფასებული უნდა იყვნენ ვიდრე სტომატოლოგები, მაღაროელები ან მეეზოვეები (ჩვეულებრივი საბჭოთა ბოდვა) თუ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი მომსახურების გაყიდვით შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ამ ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას აქვს სხვა პრიორიტეტები და მას ურჩევნია ისედაც მცირე შემოსავალი დახარჯოს საკვებზე, სამოსზე, შვილების განათლებაზე და სხვა, ნაცვლად თეატრის ან კინოს ბილეთებისა, მსახიობი არაფრით დგას უფრო მაღლა გარემოვაჭრეზე, ან დალაქზე. მსახიობების სუბსიდირება არის უსამართლობა და მავნებლობა! კულტურის სამინისტრო გასაუქმებელია!
იგივე ლოგიკა ვრცელდება ფეხბურთელსა და სპორტის სამინისტროზე, სხვებზეც.“
ჯაფარიძის აზრითვე, ლოგიკა, რომ თუ კულტურის სამინისტრო არ გვექნება, დავკარგავთ კულტურას და ქართველობას, „უტვინოებზე გათვლილი მესიჯია“
„აბა, საფრანგეთში რომ ასეა?“ – კიდევ უფრო უტვინოებზეა გათვლილი,“ – წერს ჯაფრიძე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ირაკლი კობახიძეს: „რა არ იცი, ირაკლი, ბუძა?!“