ზურაბ ჯაფარიძე – მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის განხილვა ღირს

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის განხილვა ღირს.

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილს, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, ჯაფარიძის თქმით, ასეთი ადამიანის მოძებნა რთულად წარმოუდგენია, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ამ იდეის განხილვაც ღირს.

„თუ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება, მგონია, რომ სულ მცირე ამ ინიციატივის განხილვა ღირს. გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა „გირჩის“ შიგნით ატმოსფერო ისეთია, რომ „გირჩს“ უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი კამპანია. შეიძლება, კომბინაციაც დალაგდეს, სადაც „გირჩს“ მაინც თავისი კამპანია ექნება, მაგრამ ამ თამაშის საერთო ნაწილი იქნება.

რთულად წარმომიდგენია, ასეთი ადამიანის მოძებნა, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ღირს ამ იდეის განხილვა, რაც მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა. შეიძლება, ვინმე ჰყავდეს წარმოდგენილი, მე ეგეთი ვერავინ გავიხსენე. თუ მამუკამ იცის ვინმე, განხილვას წინ რა უდგას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – სენატორების ვიზიტი იქნება იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას პროცესი დასრულდა