ზურაბ ჯაფარიძე: მე მხარს ვუჭერ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, რაზეც მიდის მოლაპარაკებები

აქამდე რა პოზიციაც ვიცოდი, ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ შემთხვევაში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი, შეგიძლიათ სათითაოდ ჰკითხოთ, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროვების საკითხს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ფასილიტატორ ელჩებთან შესათანხმებელი საკითხია, თუმცა თავად მხარს უჭერს, ყველაფერი გასაჯაროვდეს.

„მოლოდინები არის, რომ რაღაც მაინც გამოვა, გუშინ გავიარეთ პუნქტობრივად. შესათანხმებელი ამბავია ფასილიტატორებთან, მე მხარს ვუჭერ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, რაზეც მიდის მოლაპარაკებები.

აქამდე რა პოზიციაც ვიცოდი, ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ შემთხვევაში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი, შეგიძლიათ სათითაოდ ჰკითხოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმელია: ხალი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: კრიზისი, რაც შექმნა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით, შესაძლებელია, გადაწყდეს ხელახალი არჩევნებით