ზურაბ ჯაფარიძე კუბლაშვილზე: ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო

ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პავლე კუბლაშვილის მიერ „გირჩის“ დატოვების გადაწყვეტილება სამწუხაროა.

როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კუბლაშვილს აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდა მიღებული.

„პავლე კუბლაშვილი „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ „გირჩი“ არსებობს და არის დღეს იმ მდგომარეობაში, რაშიც არის. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ცხადია, მისი გამოცდილება, ცოდნა, უნარები „გირჩისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ორი წლის წინ მიიღო, როცა თქვა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დარჩენას აღარ აპირებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და უკვე ყოფილ თანაპარტიელს წარმატებები უსურვა.

პავლე კუბლაშვილმა „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ რიგები დღეს დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიჯეჯელავა: ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ სკოლაში მეგობრობას და გვერდში დგომას ვერ ისწავლის
შემდეგი სტატიათსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები „აუდიტორია 115“-ს მე-6 კორპუსის დატოვებისკენ მოუწოდებენ