“ყველაფრის ღირსები ვართ. 5 კაცი გვირტყამდა თურმე ამდენ ხალხს. 5 კაცს ვერ მოვერიეთ”,_ წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.















