29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე: პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ სამართალდამცავების დაკავება, ­რომლებიც გორში ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, „მოუწიათ, რადგან ეს ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს“.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“.

„პოლიციელები ადამიანებს ეგრე ექცევიან ამ ქვეყანაში ყოველდღე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. უბრალოდ ეს მოხვდა ვიდეოკადრებში. რუსთაველის გამზირზე, 2024 წლის ნოემბერ – დეკემბერში 500-ზე მეტი ადამიანი აწამეს შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა, სპეციალურად მომზადებულ მინივენებში. კაციშვილი არ დასჯილა მაგის გამო. უბრალოდ ახლა დაფიქსირდა. მსგავსი ქმედებით სავსეა ყოველდღე არამარტო თბილისის ქუჩები. ვიდეოზე გამოჩნდა და მაგის გამო მოუწიათ [დაკავება]. “ჩასვამენ” და მერე ისე გამოუშვებენ, მომკითხავი არ იქნება არავინ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

banner
წინა სტატიაში1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
შემდეგი სტატიაგვარამია აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ: „პარტნიორებს კარგად ესმით საქართველოში არსებული რეალობა“