ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“ სირცხვილის დერეფანს არ აწყობს

ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის მისაღები. „გირჩი“ სირცხვილის დერეფანს არ აწყობს. ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია მისაღებია, როცა არჩევნებს გიყალბებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„გირჩი“ სირცხვილის დერეფანში მონაწილეობას არ იღებს. თუ რომელიმე პარტიას უნდა მსგავსი გააკეთოს, გააკეთებს. „გირჩი“ ამ აქციას არ აწყობს და ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. რაღაც აქციებში მონაწილეობას ვიღებთ, რაღაცაში – არა. მაგალითად, ერთ-ერთი პარტია სახლში დაადგა რომელიღაც საჯარო მოხელეს და ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – აღარ გვინდა საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი, 30 წელია, აღარ არსებობს, მაშინ მეც არ უნდა ვიდგე თქვენ წინაშე