ზურაბ ჯაფარიძე: ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი

ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებმა „გირჩში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პარტიის ლიდერის თქმით, ეს ამბავი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლასა. მისი თქმით, „გირჩის“ Facebook-გვერდი და ციფრული ვალუტა მისი თანაგუნდელების მართვის ქვეშ არის და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, ის პარტიიდან არავის გარიცხვას არ აპირებს.

„არავინ არავის გარიცხავს. მე ვრჩები „გირჩში“. ისინიც, რავი, იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო. ჰოდა, ვნახოთ რა. მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. „გირჩის“ ლოგოც მექნება, სახელშიც „გირჩი“ მიწერია და ზუსტად იმავეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო. არავის არ ვრიცხავ, მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ. კონკურენცია იქნება, კარგია, ორი „გირჩი“ იქნება ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თანაპარტიელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ორსულებს მოვუწიოდებ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ