ზურაბ ჯაფარიძე : “ერთადერთი ვისი მხარდაჭერაც საჯაროდ მინდა გამოვაცხადო, ეს არის ცეზარ ჩოჩელი”

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი თავის მხარდამჭერებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “გირჩი” არჩევნებში არ მონაწილეობს, პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერებმა საკუთარი არ ჩევანი მაინც უნდა გააკეთონ. ჯაფარიძემ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს:

„გირჩის წევრები არინ საღი გონების ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკუთარი სინდისიდან და შინაგანი რწმენიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს, მე ვაპირებ, რომ იგივე არჩევანი გავაკეთო. ერთადერთი ვისი მხარდაჭერაც საჯაროდ მინდა გამოვაცხადო, ეს არის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც “გირჩთან” მეგობრობდა,“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში5 ოქტომბერს საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ
შემდეგი სტატია700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს მიიღებს