ეს საქმე ბოდვაა, რომელშიც სრული სისულელეები წერია, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“მაგრამ რატომ აკეთებენ? დღეს, ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეული ლიდერი ერთად დაესვათ სასამართლო პროცესზე, რომ შემდეგ ფოტო გავრცელებულიყო და გავრცელდა კიდეც, რათა ბიძინა ივანიშვილს ეს თავისი ამომრჩევლისთვის ეჩვენებინა.
მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ როდესაც უკრაინაში ომი მორჩება და რუსეთი ჩვენთვის მოიცლის, ქვეყანა თავდაცვისა და მეგობრების გარეშე დარჩეს”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.














