ზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე დღეს, ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გირჩის პრესსამსახურში განუცხადეს, ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.

ამასთან ცნობილია პარტიის სახელიც, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. “ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – დაწერა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა