ზურაბ ჯაფარიძე – დანიელსონის ჩამოსვლა გარკვეულ იმედებს აჩენს

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თავის facebook ანგარიშზე დაწერა პოსტი თავის მოლოდინებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, დანიესლონის ჩამოსვლის შემდეგ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში კრიზისის ჟამს ერთადერთი გზა არის ხელახალი არჩევნები, მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს წითელი ხაზია, რადგან მათთვის ძაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

“სინამდვილეში არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის. წითელი ხაზი ოცნებისთვის ძალაუფლების დაკარგვაა. მათ წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ და არა ზოგადად არჩევნების. ეგაა წითელი ხაზი და თავს ნურავინ მოიტყუებს”.- წერს ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბ-ნი დანიელსონის ჩამოსვლა გარკვეულ იმედებს აჩენს, რომ შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული. ამასთან, ერთად ის აყალიბებს გარკვეულ მოლოდინებს დანიელსონის გზაცნილებთან დაკავშირებით და ამ კრიზისიდან შესაძლო გამოსავალის გზებს:

ა) პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, რადგან მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

ბ) სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ, რადგან ასეთი სასამართლოს არსებობა შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

გ) ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, რადგან ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული სრული ძალაუფლება შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

დ) ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ვითარება, როდესაც ამომრჩევლების ნახევრის მიერ არჩეული არცერთი პარტია და პარტიული ლიდერი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს, შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი წამალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის.

ე) ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ ქვეყნის ასეთ ვითარებმდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვაგვარად იქცევიან ავტოკრატიული მმართველები და ეს შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

ამასათან ერთად, ჯაფარძისთვის გაუგებარია პასუხისმგებლობის ორივე მხარეზე დაკისრება, ვინაიდან ხელისუფლება მთლიანადაა პასუხისმგებელი იმ 8 წლიან მმართველობაზე, რამაც ქვეყანა კრიზისში ჩააგდო. ჯაფარიძის მიხედვით, ნაცვლად იმისა რომ საერთაშორისო მეგობრები დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად მოუწოდებდნენ კომპრომისებისა და შეთანხმებისკენ, მათ ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას უნდა მოუწოდონ შემდეგი:

ა) ის რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს – თქვენი პასუხისმგებლობაა

ბ) ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე (არა ზეგ და 7 წელში), იმიტომ რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მხოლოდ ასე არის შესაძლებელი შეთანმხების მიღწევა და ეს შეიძლება იყოს შარლ მიშალის 5 პუნქტის შინაარსი. სწორედ ამას ელოდება დანიელსონის ვიზიტისგან.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 203, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27
შემდეგი სტატიაგიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო