ზურაბ ჯაფარიძე : არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ

admin
ავტ.: admin დეკემბერი 11, 2020 13:06

ზურაბ ჯაფარიძე : არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ

არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების დღევანდელ ღონისძიებას არ დაესწრო.

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლა არ არის გადამწყვეტი ამბავი.

„უბრალოდ, არ მიყვარს რაღაც ეგეთი ტიპის ცერემონიებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ერთხელ მსგავსი ტიპის შეთანხმება „თბილისი მარიოტში“, სადაც მე მოვაწერე ხელი. მანამდეც მაქვს რაღაც მსგავსზე ხელი მოწერილი. არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს ან ზოგადად, ვინმეს სჭირდებოდეს ჩემგან მაგის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდე, თუ რაიმე პოლიტიკური შეთანხმება არ შედგა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე ამ პროცედურებს უბრალოდ გავივლი და დავამთავრებ.

ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ყველანაირი ფორმით. „გირჩი“ არ ყოფილა პარლამენტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ მილიონ რაღაცას ვაკეთებდით. გავაგრძელებთ ამ რაღაცების კეთებას. პარლამენტი არის უბრალოდ, ერთი დამატებითი ტრიბუნა, თორემ შესვლა-არშესვლა ხომ არ არის მართლა გადამწყვეტი ამბავი. გადამწყვეტი ამბავი არის ის, რომ ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვდგავართ. ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ სამსახურებს, შემოსავლებს. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, ამ პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურად შეგიძლია იბრძოლო, პარლამენტის შიგნიდანაც და პარლამენტის გარედანაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 11, 2020 13:06