თენგიზ გუნავა: ” ზურაბ ჯამალაშვილს 2012 წლამდე არათუ კუდში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ უმუშავია”

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ გუნავა ზურაბ ჯამალაშვილის დაკავების ფაქტს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება:

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

“მოკლედ დიდი წვალების შემდეგ გავხსენითო  დააკავეს ვინმე ჯამალაშვილი და იმედის ეთერით გვამცნეს თითქოს ეს ადამიანი იყო კუდის მაღალჩინოსანი, რაც არის სრული აბსურდი, ჩვენს მერ გადამოწმებული ინფორმაციით ზურაბ ჯამალაშვილს 2012 წლამდე არათუ კუდში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ უმუშავია, ასევე მისმა ვაჟმაც აღნიშნა რომ არ მუშაობდა! ესეიგი ჩუკოტაევი , ჰაკიმ ფაშას მსგავსი არ გამოუვიდოდა მთავრობას და მოძებნეს გამოსავალი, ეს ბუმერანგი მოგხვდებათ სწორედ ცხვირში ძალიან მალე!!!”-წერს თენგიზ გუნავა.

 

 

შეგახსენებთ, რომ  გვიან ღამით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი დააკავეს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ჯურნალისტებს განუცხადა, ჯამალაშვილი სავარაუდოდ ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ატვირთვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ადვოკატის განმარტებით, მისთვის დოკუმენტები ამ დრომდე არ გადაუციათ და საქმის დეტალები უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს ავტორები კადრების არგავრცელების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და იმუქრებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასაც გაავრცელებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგზის საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ადვოკატის დაკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს