ზურაბ ჯამალაშვილი 2012 წელს დაკავებული ცნობილი ჰაკერის მამაა

იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზურაბ ჯალამაშვილს ბრალი წაუყენეს 157-ე მუხლით, რაც ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელებას გულისხმობს.

მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის შვილს ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული.

“პირადად შევხვდი ჯამალაშვილს. ის ბრალს არ აღაირებს. ამ ეტაპზე, პროკურატურის მტკიცებულებები არ ვიცი. მე მხოლოდ ბრალი გადმომეცა. ედავებიან, რომ მას ჰქონდა “ფლეშკაზე” ვიდეოები, რომელიც სხვას გადასცა. ადრე ჰქონდა მის შვილს ბრალი წარდგენილი, შესაძლებელია, რომ მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა, ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ ჰქონდა წვდომა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. როგორც გახსოვთ ე.წ. ვირუსის შექმნაზე იყო დაკავებული”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში, კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაავტომობილის გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა