ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. იდოიძეს ბრალი ოფიციალუად გუშინ წაუყენეს, საქმე 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიმარიამ კუბლაშვილი : ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს
შემდეგი სტატიაCNN-მა თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა