ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განაჩენი, შესაძლოა, 17 ივნისს გამოცხადდეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი, რონელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ედავებიან, შესაძლოა ხვალ, 17 ივნისს გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის, შესაბამისად, მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

თუკი, ხვალ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი დადგება, ჯაფარიძე იქნება პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი ექნება გამოტანილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს
შემდეგი სტატიაგახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად