ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: წალენჯიხაში ვაპირებთ საკუთრების შეძენას

საკუთრების ფასი აქ თბილისთან შედერაბით დაბალია. ფანტასტიური ადგილია, ფანტასტიური ბუნებაა, ტყეში შეგიძლია იცხოვრო. ცოტა შორი კი არის თბილისიდან, მაგრამ მე მიღირს – აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც წალენჯიხაში იმყოფება და ამბობს, რომ გირჩელები და თავადაც, იქ საკუთრების შეძენასაც გეგმავენ:

“გვაქვს იდეები, რომელიც მატ შორის გიას გავუზიარეთ, რისი გაკეთება შეიძლება აქ. გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას- მიწის ან სახლის და ა.აშ. და ეგეთი ახლა ამ წუთში მყავს დაახლოებით 6-7 ადამიანი. გიასაც ვუთხარი ეს და დამაკვალიანა, რამდენიმე ადამიანის საკონტაქტოებიც მაქვს წამოღებული, რომლებიც დაგვპირდნენ რომ აქ მოგვიძებნიან რაღაცებს, რაღაც საკუთრების შეძენას ვაპირებ აქ , სახლი ან მიწა” ამბობს ჯაფარიძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატია“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მივდივართ სასამართლოში”