ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გაჭირვებული ადამიანების ხმა არ ისმის

“ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გაჭირვებული ადამიანების ხმა არ ისმის. არავინ არ ალაპარაკებს ჩურჩხელის გამყიდველს, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ვისაც სხვა პრობლემები მოგვარებული აქვს, ისინი ჩაგრავენ ამ გაუბედურებულ ადამიანებს.

ორი ინტერესია ერთმანეთთან დაჯახებული – გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც შემოსავლის სხვა საშუალება უბრალოდ არ აქვს და მეორე – ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და ცხოვრების ისეთ სტანდარტს მიაღწიეს, რომ იმის პრობლემა არ აქვთ საკუთარ შვილებს აჭამონ საღამოს, არც იმაზე ნერვიულობენ, მანქანაში ბენზინი როგორ ჩაასხან და არც იმაზე, წელიწადში ერთხელ მაინც როგორ იმოგზაურონ და წავიდნენ დასასვენებლად.

ამ ხალხს აქვს პრეტენზია რომ იმის გამო რომ ეს პრობლემები მოგვარებული აქვთ, სხვა ისეთი ტიპის პრობლემების მოგვარებაც უნდათ – არ მოსწონთ გაჭირვებულ ადამიანს რომ ხედავენ და მერიის თანამშრომლები, ეს ინსპექტირების სამსახური, სინამდვილეში, ამ ხალხის ინტერესების გამტარებლები გამოდიან. რაღაცა პატარა ელიტა იმ ადამიანების, რომლებიც სიღარიბის იმ მდგომარეობიდან გამოსულები არიან, რა მდგომარეობაშიც მოსახლეობის ნაწილი არის და პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ არ უნდათ დაინახონ გაჭირვებული ადამიანი როგორ ყიდის ჩურჩხელას. ამას თვლიან ქალაქის იერსახის დამახინჯებად.

არასწორია საჯარო სივრცეში იმის დადგენა, ვის აქვს გაყიდვის უფლება და ვის არა, შეუძლებელი მგონია ეს, სანამ კერძო საკუთრება არ იქნება. ”-გირჩის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ლევან ჯგერენაიას მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საუბრობს.

ვიდეოში ასახულია ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩურჩხელების გამყიდველ გარემოვაჭრეს რუსთაველის გამზირზე დახლი როგორ ააშლევინეს. ჯაფარიძეს კომენტარი გირჩის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში,,ცვლილებების წარდგენა ხდება და უცებ მზად არის სამთავრობო პროგრამაც, მიკვირს, სად ასწრებენ ამ პროგრამების შემუშავებას”
შემდეგი სტატია,,ვერანაირ რეფორმასა და წინსვლაზე ვერ ვისაუბრებდით, თუ არ გადავდგამდით ისეთ ქმედით ნაბიჯებს, როგორიცაა მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურება”