ზურაბ ერქვანია: საქართველოს მიმართ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ლოგიკური გაგრძელება

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

afxazeTiსაქართველოს მიმართ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ლოგიკური გაგრძელება

მოგეხსენებათ, საქართველომ და სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთომა 1994 წლის 18 მაისს დაამყარეს, თუმცა არცერთ ქვეყანას საელჩო არ გაუხსნია. სირიას – ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, ხოლო საქართველოს – სომხეთში სირიის საელჩო ფარავს…

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, შარშან, 2017 წლის 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა… სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი მთავარი მოკავშირე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ბაზრობის განახლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასზე 27 ქვეყანა მიიწვიეს. სეპარატისტების დროშა დამასკოს ცენტრში, გამოფენაში მონაწილე სხვა სახელმწიფოების დროშებთან ერთად ფრიალებდა… მაშინ სეპარატისტების „პირველმა დიპლომატმა“ დაურ კოვემ, რომელმაც დამასკოში ჰუმანიტარული მიზნით, 16 ტონა მინერალური წყალი „კოდორი“ ჩაიტანა, სირიის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ აღნიშნა:„ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებას, ისევე როგორც ცდილობს აფხაზეთის იზოლაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ყველა მხარეს, ვინც ჩვენი ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება.“…სეპარატისტები სირიაში პატივით მიიღეს…

მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ასე გამოეხმაურა აფხაზ სეპარატისტთა ვიზიტს დამასკოში:„რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.“… „…მსგავსი ქმედებებით რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობს.“…

… ბოლო წლების განმავლობაში, სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე 500-ზე მეტი აფხაზურ-ადიღური წარმოშობის რეპატრიანტი ჩამოსახლდა. ამ ადამიანების წინაპრები, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში, მე -19 საუკუნეში, მუჰაჯირობის დროს, რუსეთის იმპერიამ გაასახლა. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ კი რეპატრიაციის პროცესი დაიწყო… ვისაც გაინტერესებთ, გაეცანით აფხაზური და თურქული წარმოშობის სოციოლოგის, ჟადე ჯემრე ერჯიესის მოწოდებებს… ეს ვაჟბატონი რომელიც ბრიტანეთში, სასექსის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევის ცენტში სწავლობს და ახლო ურთიერთობა აქვს აფხაზურ სეპარატისტულ ელიტასთან, სოხუმის ხელისუფლებას ურჩევს, რომ ისრაელის რეპატრიაციის მოდელით იხელმძღვანელოს. ერჯიესმა შარშან გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით – „ისრაელის რეპატრიაციის პროექტი და მისი გამოყენება აფხაზეთში“…

,,სუხუმ,,- ში დღესაც გაიძახიან: …23 მილიონიან სირიაში მხოლოდ 5000-მდე აფხაზი ცხოვრობს, თუმცა მათ ნაწილს მაღალი თანამდებობები უკავია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებშიო. აფხაზთა შთამომავლების დაწინაურება ჯერ კიდევ ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ ასადის მმართველობისას, მოხდა, როცა სირიაში ისლამისტი სუნიტების აჯანყებების დროს აფხაზურმა და ჩრდილო კავკასიური ხალხების დიასპორებმა მმართველი ელიტის მხარი დაიჭირეს… ადიღესა და აფხაზეთში 200-მდე სირიელი ოჯახის გადმოსახლების წახალისებით, მოსკოვი ერთის მხრივ ცდილობს, შეარბილოს ჩერქეზი ხალხების დიასპორების მკვეთრი პროტესტი და მეორეს მხრივ, რამდენიმე კავკასიური ინიციატივა წაართვას და კიდევ უფრო ავნოს საქართველოს, რომელმაც რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი პირველმა სცნო…

მიმაჩნია, მეტ ყურადღებას იმსახურებს საქართველოში, თბილისში თავშეაფრის მაძიებელ სირიელ მიგრანტთა გააქტიურება…

რუსეთი სირიის არსებული სისხლიანი რეჟიმის მოკავშირეა. რაც ხდება რუსეთის ძეწოლის შედეგია. ასადის რეჟიმი სულს ღაფავს და აგონიაშია. ამ ფონზე ოფიციალური დამასკოს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა მოსკოვის ახალი შორსგამიზნული დიპლომატიური უვერტიურაა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა საქართველოს სტრატეგიულ მოკვშირეებთან და არაბულ სახელმწიფოებთან, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი, რბილად რომ ვთქვა, მოულოდნელობა-შედეგი, რაც შეიძლება ამას ყველაფერს მოჰყვეს…

ზურაბ ერქვანია

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია
შემდეგი სტატიაკოვეს და ბიბილოვის კომენტარი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით