ზურაბ ერქვანია: ღმერთმა გვაშოროს, პათეთიკურად ,,წინ – წარსულისაკენ,, დევიზით ცხოვრებამ მორიგ წითელ ხაზამდე მიგვიყვანოს…

ზურაბ ერქვანია აფხაზეთის ექს-პრემიერ მინისტრი, გენერალ-მაიორი

afxazeTiბოლო თვეების გაუგებარმა ქართულმა პოლიტშოუმ ინტერნეტი აადუღდა…
სკანდალური ქართული პოლიტშოუ დაუდასტურებელი ავთენტურობის ფარული ჩანაწერების თანხლებით და ბიუჯეტით და პრემიებით გულგამთბარი პოლიტიკური ბელადების და უცნობი ახალბედა პარლამენტარების არაადეკვატური კოჰაბიტაციური განცხადებების ანონსირებით მიმდინარეობს. პოლიტიკური პროცესის შუაგულში მყოფნი გულწრფელად არ/ვერ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, ის ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილებებზე და უმრავლესობას ყველაფრის თქმის და გადაწყეტილების უფლება აქვს. ქართველი ხალხის თუ საკუთარ უფლებებზე კი ყველა თავგამოდებით საუბრობს. აღებულ პოლიტიკურ ვალდებულებაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, საზოგადოების კონსოლიდაციაზე, თანამდებობრივ მოვალეობაზე და წინასაარჩევნო უხვ პოპულისტურ დაპირებებზე ნაკლებად… დაპირისპირებული პარტიების ბელადებით და მოღვაწეობისთ მოხიბლულთა რაოდენობა კი ასტრონომიულად იკლებს. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც რამდენიმე რადიკალურად განხვავებული ორიენტაციის პარტიები მოიარეს. ღმერთმა გვაშოროს, პათეთიკურად ,,წინ – წარსულისაკენ,, დევიზით ცხოვრებამ მორიგ წითელ ხაზამდე მიგვიყვანოს…
• საზოგადოებას ვერ გაუგია კანონი როდის იკანონებს? ყველასთვის როდის იკანონებს? თუ ამას ვერ ვახერხებთ, მუდმივ სისტემურ კრიზისში ვიქნებით! სასამართლოზე უკმაყოფილოთა შტურმი კანონს შეცვლის თუ უკანონობას… თუ სასამართლოს ზოგიერთი მოსანმართლის წარსულის გამო ნდობა არ გააჩნია ისევ კანონმდებლის, პრეზიდენტისა და კანონის დარღვევის ბრალი არ არის?
• ვიზალიბერალიზაციის სიხარულის ნაადრევი ტაშის ფონზე უზენაესის დიდი 9-იანის პალატა დახურულად ნაციონალების პარტიულ რუპორს – ,,რუსთავი 2,,-ანებს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარიანი სანქციით, საბოლოოდ და გასაჩივრების გარეშე ხალვაშის და ,,პანორამას,, საკუთრებად აცხადებს. მეწილე ,,ჰაიდელბერგცემენტიც,, კი ტელევიზიის გარეშე დარჩა… სტრასბურგის სასამართლოს გულშემატკივარ მორიგე მოსამართლეს კანონის უზენაესობა სხვაგვარად ესმის და კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსენბურგის 8 მარტამდე ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ბლოკავს…
• ამერიკის ელჩს იან კელის მხოლოდ მედიაპლურალიზმის და სექსუალურ უმცირესობათა დაცვით უნდა თავი დაგავამახსოვროს და როგორც ჩანს ახალ დირექტივებს გვიმზადებს… სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სახელწიფო გამოწვევა და სასიცოცხლო საფრთხე არ გაგვაჩნია?
• პროკურორი ჯარჯი წიკლაური ტელეეკრანიდან გაოგნებული სახით გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ წინა თვის 10 რიცხვში ,,მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე,, ბრალდებული ეკლესიის მხასური დეკანოზი სამართალდამცავებს მატროსოვის ციხიდან წყევლას უთვლის და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს… რა საჭირო იყო და ვის აწყობდა პოლიტიკური საეკლესიო აჟიოტაჟი, თუ კითხვებზე ნაადრევი პასუხი ასე ბუნდოვანი იყო? ფროფესიონალიზმის ნაკლებობის შედეგი ხომ არ არის? რატომ არ ვუფრთხილდების დედა ეკლესიის ავტორიტეტს, რომლის რეიტინგი მრავალჯერ აღემატება ნებისმიერი პარტიის რეიტინგს? რატომ ვასხამთ მტრის წისქვილზე წყალს?
• მარიხუანას მოხამრებისთვის ახალგაზრდა ადამიანების დიდი ნაწილი ციხეში ზის, პოლიტიკოსები კი აქციებზე დემონსტარტიულად თესავენ თავშეყრის ადგილებში… გირჩის მიერ მოსავლის გასაყიდი ჯიხურების გახსნას ველოდებით? თუ ასეა, მივიღოთ ახალი კანონი ,,შერჩევითი სამართლის შესახებ,, და კიდევ ერთხელ დავაბოლოთ გაღატაკებულ საზოგადოებას და ერთმანეთს ლიბერლისტური იდეები…
• ხალხის სახელით, ობუცმენი უჩა ნანუაშვილი ყველა შემთხვევისთვის დაზეპირებულ სტანდარტს არ ღალატობს და უდანაშაულობის პრეზუმფციასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს თავგამოდებით აპიარებს… სამწუხაროდ ამ სტანდარტმა ერთხელაც არ გაიჟღერა ფუძეაყრილი დევნილების პოლიტიკური უფლებების დასაცავად, დევნილთა შემწეობის გაუქმების წინდაუხედავი იდეის ინიცირების დროს და დამწვარი უნივერმაღის მსხვერპლი ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ…
• ხალხის სახელით, საპარლამენტო რესპუბლიკაზე მეოცნებე პარლამენტის ახალგაზრდა სპიკერი საკონსტიტუციო კომისიის კომისიის სრული იგნორით პრეზიდენტის ამბიციურ თუ არაკორექტულ განცხადებებს არაპირდაპირ-პირდაპირი არჩევნების მუქარით პასუხობს. მხოლოდ მის სუბიექტურ ნებაზე ყოფილა დამოკიდებული ქვეყანაში არჩევნების ჩატარება-არჩატარება… ყველა გაიძახის: ქართველ ხალხს რა თქმა უნდა არ უნდა წაერთვას ნორმალური ცხოვრების უფლება საოცნებო მომავალში, დღეს კი გადაუდებლად უნდა გამოვიყენოთ პრეზიდენტის არჩევა/გადარჩევის უფლება და კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა უნდა მიეცეს… ყველას დაავიწყდა რომელი პოლიტძალის დაჟინებული თავგამოდებით, როგორ და რატომ იქნა არჩეული პრეზიდენტი…
• საქართველო დღემდე ეძებს მესამე ნაპირს, მაგრამ ის ჯერ არ ჩანს… სოციალური ინტერნეტი საზოგადოებრივ ტემპერატურას ასახავს და საშიშ დუღილს განაგრძობს ყველა ვალდებულია თავისი დამოკიდებულება გამოხატოს. ეს დუღილი გვახსენებს მოსამართლე ილია ჭავავაძის სიტყვებს ,,კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლისმიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი,,…
ზურაბ ერქვანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე

banner
წინა სტატიაშიმედიასახლი “გურია NEWS“-ი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასენაკში გამგეობის წევრს თანამდებობა ,,ლაიქების,, გამო დაატოვებინეს