ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. ის სერბეთის სახელით ასპარეზობს.

ფინალში დათუნაშვილის მეტოქე ბელარუსი კირილ მასკევიჩი იყო, რომელიც 5-1 დაამარცხა.

2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა.

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი 5-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი.

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა.

სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა
შემდეგი სტატიამელია: მე რომ ვყოფილიყავი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამნისტიის პუნქტი იქ არ გაჩნდებოდა